Amnesty International-ის ცნობით, ათასობით ბავშვი 7 წლის ასაკიდან სიცოხცლისთვის საშიშ მაღაროში მუშაობს მინერალის მოსაპოვებლად, რომელიც გამოიყენება მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერების საწარმოებლად მსოფლიოს მასშტაბით.
16 იანვარს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბრენდები, მათ შორის Apple, Sony და Microsoft დაადანაშაულეს, რომ თავს არიდებენ აიღონ პასუხისმგებლობა ნედლი კომპონენტების გამოყენების გამო, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოიპოვება.
საუბარია კობალტზე, რომელიც ლითიუმის ელემენტების დასამზადებლად გამოიყენება. მინერალის მოსაპოვებლად ბავშვები და მოზრდილები საშიშ მაღაროებში მუშაობენ.
ბავშვები 12 საათის მანძილზე შრომობენ და მათი დღიური ანაზღაურება 1-2 დოლარია.
კობალტის მაღაროების სექტორის უმეტეს ნაწილს კონგოში ჩინური ლითონსადნობი კომპანია ფლობს, რომელსაც ელემენტების დასამზადებელი კომპონენტების ქარხნები აქვს მსოფლიოს მასშტაბით.
Apple-მა და Sony-მ განაცხადეს, რომ ყველა საკითხს გამოიძიებენ, Microsoft-მა კი აღნიშნა, რომ ჩინურ კომპანიასთან არანაირი კავშირი არ აქვს და კობალტს მისგან არ ყიდულობს.