LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენი შვილი 3 წლისა არის და ჯერ ვერ ლაპარაკობს? აი რა უნდა გააკეთოთ – ირინა ნიკოლაიშვილის რჩევები

699

რატომ არის საგანგაშო, როცა ბავშვი ლაპარაკის დაწყებას აგვიანებს, როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვი მეტყველებას აგვიანებს, რით შეიძლება იყოს გამოწვეული აღნიშნული პრობლემა და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს – ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა ფსიქოლოგი – ირინა ნიკოლაიშვილი უპასუხებს.

როგორ ავალაპარაკოთ ბავშვი, თუ მან მეტყველება დააგვიანა – ირინა ნიკოლაიშვილის რჩევები მშობლებს

როდესაც ბავშვი აგვიანებს საუბარს, არ წარმოთქვამს ბგერებს სიტყვებს, ეს ყველაფერი უკვე წარმოადგენს ღელვის საფუძველს თუ პათოლოგიის შემთხვევაში მეტყველების შეფერხებას სხვა ტიპის პრობლემებიც ახლავს თან?

რა თქმა უნდა, ამას თან ახლავს სხვა პრობლემებიც. როდესაც მშობელი ამჩნევს პრობლემას, მაგრამ ამაზე ღიად არ საუბრობს, ის უბრალოდ გაურბის არსებულ რეალობას, არსებულ პრობლემას. ასეთი შეფერხების დროს კი მშობლის აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ დროს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მშობელს, რადგან ისინი თერაპევტთან მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში არიან. დღევანდელი მსოფლიო გაიდლაინების მიხედვით, ასეთი დარღვევის მქონე ბავშვი 8 საათის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებით უნდა იყოს დაკავებული. თუ ამ რვა საათის განმავლობაში ბავშვი შესაბამისი აქტივობებით არ იქნება დაკავებული, ჩვეულ ნორმასთან დაახლოება და დეფიციტის დაწევა შეუძლებელია.

გადაცემა ვრცლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g