LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენი უფლებები შეიზღუდა იმის გამო, რომ მიღებულ იქნა რუსული კანონი“ – სალომე ზურაბიშვილი შშმ პირებს

149
სალომე ზურაბიშვილი

„თქვენი უფლებები შეიზღუდა იმის გამო, რომ მიღებულ იქნა რუსული კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ საქმიანობას, რომელსაც ეწევიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს ამ ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე იმისთვის, რომ სტანდარტები იყოს შემოტანილი“, – ამის შესახებ დღეს სალომე ზურაბიშვილმა შშმ პირებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორგანიზაციები, რომლებმაც ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ მეტი ინკლუზიურობა და მეტი სერვისი გამხდარიყო ხელმისაწვდომი, ახლა არ იციან რა ბედი ელით ხვალ.

„ეს ყველაფერი არის ის საქმიანობა, რასაც ეწეოდნენ ის ორგანიზაციები, რომლებმაც დღეს არ იციან რა ბედი ეწევათ ხვალ, რომლებსაც სთხოვენ გაუგებარ გამჭვირვალეობას,ვითომც ყველაფერი დანარჩენი ამ ქვეყანაში იყოს გამჭვირვალე და ეს ყველაფერი არის პირდაპირ მიმართული იმის საწინააღმდეგოდ, რომ ის ევროპული სტანდარტები, რომელიც ნელ-ნელა შემოდიოდა ამ ქვეყანაში, იყოს რეალურად შეჩერებული. ჩვენ ვიცით, რუსეთში რა ფორმით ებრძვიან იგივე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ეს არ არის ის სიტუაცია, რაც ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის.

ამიტომ დაცული უნდა იყოს ის უფლებები, რაც მოპოვებულ იქნა აქამდე და უნდა გავაგრძელოთ ამ უფლებების განვითარება, დაცვა, რომ ავიწიოთ იმ დონემდე, რაც არის გავრცელებული ევროპის ქვეყნებში და ვიყოთ იმ სტანდარტებზე, რომელიც ჩვენთვის არის ღირსების სტანდარტები. მე ეს მინდა, რომ გისურვოთ დღეს. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ყველა ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები