LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენთან, თქვენთანა ვარ, ნურაფრის ნუ გეშინიათ“ – გიორგი მიქაუტაძის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი გზავნილი

238
გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი მიქაუტაძე ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ სთორის აქვეყნებს.

კალაძე: „ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება – საქართველოს მომავალი არის ევროპა“

საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი დროშების ფონზე, გიორგი მიქაუტაძე წერს:

„თქვენთან, თქვენთანა ვარ, ნურაფრის ნუ გეშინიათ, გელოდებით“.

ხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს გზა ევროპაშია.. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს“

ცნობისათვის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები საკუთარ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს. აღნიშნულ ფეხბურთელებს შორის არიან: გიორგი მამარდაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია და გიორგი ქვილითაია.

„საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის“ – გიორგი მამარდაშვილი

ევროინტეგრაციის მხარდამჭერ სტატუსს აქვეყნებს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელიაც:

„საქართველო ევროპაში – ის რაც გვაერთიანებს! მშვიდობა საქართველოში“.

„არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია“ – ბუდუ ზივზივაძე

„საქართველო ევროკავშირში“ – გიორგი ჩაკვეტაძემ თავისი პოზიცია სოციალურ ქსელში დააფიქსირა

დღესვე, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი სტატუსები გამოაქვეყნეს UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ.

„მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციიის კეთილდღეობისთვისაც კი“ – ილია თოფურია

„საქართველო არის და უნდა იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი“ – მერაბ დვალიშვილი

„არა ამ კანონს და არა ყველა ინიციატივას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს.. არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ხალხისთვის იყო სასარგებლო“ – შოთა არველაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g