LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედია: გარდაიცვალა 24 წლის მორაგბე

166

21 მაისს „ლელო სარასენსის“ ახალგაზრდა მორაგბე გუჯა სურგულაძე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მორაგბის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

საქართველოს რაგბის კავშირი:
“სრულიად ქართული სარაგბო თემის სახელით სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ 21 მაისს 24 წლის ასაკში გარდაიცვალა ლელო სარასენსის და მზარდი საქართველოს მორაგბე, საქართველოს ოთხ გზის ჩემპიონი, გუჯა სურგულაძე!

საქართველოს რაგბის კავშირისა და სარაგბო ოჯახის სახელით თანავუგრძნობთ გუჯას ოჯახსა და მეგობრებს…”

გუჯა სუგულაძემ ბოლო შეხვედრა „ლელო სარასენსის“ რიგებში დიდი 10-ის პლეიოფში „ბათუმის“ წინააღმდეგ ჩაატარა.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g