15 თებერვალს, ბათუმში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ორი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პოეტი კოკა კობალაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ეს რომ შენი შვილი ყოფილიყო, ჩუმად იქნებოდი?!
რადგან სხვისია, ამიტომ ტკბილად გძინავს არა?!
ხომ გადადგამდი ყველაფერს და მიყვებოდი ბოლომდე თითოეულს, ვისაც ბრალი მიუძღვის?!
რაც მთავარია, შენ არ შეგეხო და მშვიდობაა შენს თავს არა?! რაც მთავარია.
მერამდენეა?!
„ტრაგედია“ მოხდა, მაგრამ მთავარია მშვიდობა?!
„რა უნდოდათ ამ დროს გარეთ”, „სად იყვნენ მშობლები” – გაჭირვებაში იყვნენ!!!
ბედისწერას და შემთხვევითობას არ დააბრალო!!!
იქნებ, აღარ გამოვუშვათ ბავშვები გარეთ?!
საძირკველში რომ ორი ბავშვის სულია იქ, რამ უნდა გაიხაროს და რა უნდა აშენდეს?!
ღმერთმა მტერიც დაიფაროს მსგავსი სიმწარისგან“, – წერს კოკა კობალაძე სოციალურ ქსელში.
– ეს რომ შენი შვილი ყოფილიყო ჩუმად იქნებოდი?! – … – რადგან სხვისია, ამიტომ ტკბილად გძინავს არა?! – … – ხომ გადადგამდი…
Posted by Koka Kobaladze on კვირა, 16 თებერვალი, 2025
შეგახსენებთ, 15 თებერვალს, ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ჩაცვივდნენ ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში, რომელიც წყლით იყო სავსე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.