LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედია რიანას ოჯახში – არტისტს მამა გარდაცვალა

163
page

რიანას მამა, რონალდ ფენტი, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც გამოცემა TMZ იტყობინება, ის ლოს-ანჯელესში მდებარე სახლში, ავადმყოფობის შედეგად დაიღუპა.

ბარბადოსში მდებარე რადიოსადგური Starcomm Network-იც ადასტურებს ამ ამბავს და აღნიშნავს, რომ რონალდი შაბათს დილით, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ოჯახის წევრები უკვე კალიფორნიაში იმყოფებიან. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა გახდა სიკვდილის მიზეზი.

ცნობისთვის, რიანას მამასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა. მამა-შვილი წარსულში არაერთხელ იმყოფებოდა იურიდიულ დავების პროცესში.

რიანა ტყუპებზეა ორსულად? – მედიაში მის ვიდეოს განიხილავენ, რომელშიც არტისტი ტყუპებზე მიანიშნებს

ახალი სიმღერის გამო, რიანა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა – არტისტს მსმენელის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები