ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, 22 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდიანრეობს.
ნიკოლოზ რაზიკაშვილი სახლიდან 3 მაისს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
არსებული ინფორმაციით, ცხედარს თელავის მახლობლად, ტყეში მიაგნეს.