LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედია თურქეთში – სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

331
ხანძარი თურქეთში

„თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ კი 50-ს გადააჭარბა“, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხანძარი თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში ადგილობრივი დროით, 03:27 საათზე გაჩნდა.

შემთხვევის დროს სასტუმროში 234 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

დაღუპული 16 ადამიანიდან 11 იტონის ხანძარს ემსხვერპლა, 5 – პალისეიდს. ამ დროისთვის, 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g