სოფელ ფასანაურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომანქანა გზიდან მდინარე არაგვის ნაპირთან ჩავარდა.
ფოტო: Reginfo.ge
ტრაილერში მხოლოდ ერთი ადამიანი, უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა და გადარჩა.
ფოტო: Reginfo.ge
როგორც “ფორტუნას” “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში” და შსს-ში განუცხადეს ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაიწყო.