პიტსბურგში განვითარებული მოვლენების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიკვდილით დასჯის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას მოითხოვს.თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ის ვინც უდანაშაულო ხალხს კლავს „უმაღლესი ზომით დასჯის ღირსები არია.
. „ვფიქრობ ერთ-ერთი ნაბიჯი რაც უნდა გადავდგათ, ეს არის სიკვდილით დასჯის კანონის გამკაცრება“, – განაცხადა ტრამპმა.
27 ოქტომბერს, 46 წლის რობერტ ბოუერსმა ამერიკის ქალაქ პიტსბურგში სინაგოგაში ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, რომელთაან 3 პოლიციელია. წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელი ავტომატ აკ-47-ით იყო შეიარაღებული. ბაუერსი პოლიციას ჩაბარდა.