არიზონას შტატში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰიტლერად აქციეს. ქალაქ ფინიქსის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გამოჩნდა უზარმაზარი ბილბორდი, რომელზეც ამერიკის ახალი პრეზდენტი, დოლარის ფორმის სვასტიკებს შორისაა გამოსახული. მის უკან კი ბირთვული იარაღის აფეთქებით გამოწვეული ღრუბლებია მოთავსებული. ხმაურიანი პლაკატის ავტორი ამერიკელი ხელოვანი კარენ ფიორიტო გახლავთ. კარენი ფიქრობს, რომ მან უამრავი ამერიკელის ოცნება აახდინა და მათი აზრები რეალობად აქცია. ეს მაშინ, როცა არტისტს ფიზიკური ანგარიშსწორებითაც კი ემუქრებოდნენ.
თუმცა, ის ამანაც ვერ შეაშინა და ნაცისტი ტრამპი მაინც დახატა. ბილბროდი ანტიტრამპის მესიჯს ატარებს, რასაც ბევრი არიზონელი იზიარებს, თუმცა მათ ნაწილს ნაცისტური სიმბოლოები დიდად არ მოსწონს და სწორედ ამიტომ, ბილბორდის შეცვლას მოითხოვენ. თუ მათ თავის მიზანს ვერ მიაღწიეს, ჩანაფიქრის მიხედვით, დონალდ ჰიტლერი არიზონაში პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე დარჩება.