LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის პრეზიდენტი მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს

senati

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ბიუჯეტის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც რამდენიმე სახელმწიფო უწყებას წლის ბოლომდე დაფინანსებით უზრუნველყოფს. აღნიშნულ დოკუმენტს მანამდე მხარი სენატმაც დაუჭირა.

კანონპროექტში  გაწერილი თანხები 300 მილიარდ დოლარს აღემატება, თუმცა  მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის მხოლოდ 1.4 მილიარდ დოლარია გათვალისწინებული, ნაცვლად პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი 5.7 მილიარდისა.

თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი მორიგი „შათდაუნის“ თავიდან არიდების მიზნით,  დოკუმენტზე ხელის მოწერას გეგმავს, თუმცა პარალელურად სამხრეთ საზღვარზე  საგანგებო მდგომარეობის შემოღებასაც აპირებს.  ამ შემთხვევაში, წარმომადგენელთა პალატის  დემოკრატი სპიკერი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები