LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი კორონავირუსზე ტესტირებას ყოველდღიურად ჩაიტარებს

89
5749d515-4fa1-4feb-b5d9-8e571aac68fc-16x9-600x338

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი  და თეთრი სახლის ყველა თანამშრომელი კორონავირუსზე ტესტირებას ყოველდღიურად გაივლიან.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირად თანაშემწეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თითქმის არ ჰქონდა კონტაქტი თეთრი სახლის ინფიცირებულ თანამშრომელთან, თუმცა ტესტირება მან და ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა მინც ჩაიტარეს.

ანალიზებმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

გადაწყდა, რომ თეთრი სახლის ყველა თანამშრომელი კორონავირუსზე ტესტირებას ყოველდღიურად გაივლის.

ამ დროისთვის ამერიკაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 1 256 972-ს მიაღწია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g