LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის უმცროსი ქალიშვილი ორსულადაა – ტიფანი ტრამპი მილიარდერ ქმართან ერთად გამოჩნდა

104
ტრამპის უმცროსი ქალიშვილი ორსულადაა - ტიფანი ტრამპი მილიარდერ ქმართან ერთად გამოჩნდა

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უმცროსი ქალიშვილი, ტიფანი ტრამპი, ვაშინგტონში, ჯონ კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში კენედის ცენტრის 48-ე საპატიო ცერემონიას დაესწრო. მას მეუღლე, ნიგერიელი მილიარდერი მაიკლ ბულოსი ახლდა თან.

ტიფანი მომხიბვლელად გამოიყურებოდა, ელეგანტურ ზურმუხტისფერ ხავერდის მაქსი კაბაში. საღამოს კაბას გრძელი სახელოები, შიშველი მხრები, ლამაზი დეკოლტე, მაღალი ჭრილი და ოქროსფერი ორნამენტებით შეკრული თხელი ქსოვილის ქამარი ჰქონდა. ტიფანიმ ფოტოგრაფების ყურადღება მომრგვალებული მუცლით მიიპყრო, პრეზიდენტის უმცროსი ქალიშვილი მეორე შვილს ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები