აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „შათდაუნის“ შესაჩერებლად ახალი გეგმა წარადგინა. ტრამპი არალეგალ მიგრანტებს ქვეყანაში დროებით დაჩენას სთავაზობს, ამისათვის კი ბიუჯეტიდან 5.7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა.
მისივე განცხადებით, მიგრანტები, რომლებიც აშშ-ში მშობლებთან ერთად ბავშვობაში ჩავიდნენ, მოქალაქეობას მიიღებენ. დემოკრატები ტრამპის განცხადებას ეწინააღმდეგებიან და მას მიგრანტების თემის მოგვიანებით განხილვისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში უკვე 29-ე დღეა, რაც „შათდაუნი“ გრძელდება. შედეგად დაახლოებით 800 000 ადამიანს ხელფასის გარეშე უწევს მუშაობა.