LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსგენდერი სოციალურ ქსელში ვაკის პარკის მიმდებარედ თავდასხმაზე წერს

109

ტრანსგენდერი ქალი მირანდა ფაღავა facebook-ზე წერს, რომ დღეს, 28 იანვარს დაახლოებით 04:00-დან 05:30 საათამდე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მისთვის უცნობმა პირმა სცემა.

მისი თქმით, მარკეტში ფულის დასახურდავებლად შესვლისას უცხო პირმა დაუძახა და მასთან მისვლა სთხოვა.

ფაღავა წერს, რომ კაცმა მიახლოებისთანავე დაარტყა, შემდეგ კი გინებისა და ტრანსფობიური შეძახილების ფონზე, მარკეტის შესასვლელში მდგარი რკინის დაფა აიღო და რამდენჯერმე ჩაარტყა. მოგვიანებით ერთ-ერთ შენობაში მოხვდა, სადაც პატრული და სასწრაფო გამოიძახეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა, რადგან ფიქრობს, იქ ჰომოფობიურად განწყობილი ექიმები დახვდებოდნენ. მისივე ინფორმაციით, პოლიციამ მოძალადე დააკავა.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=342947656188668&id=100014203083604

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g