“ტრანსპორტი იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებს მოგვემსახუროს და არა იმისთვის, რომ გადაადგილებისა და ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას,” – ამის შესახებ თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციისას განაცხადა.
კახა კალაძემ ჰაერის დაბინძურებაში ტრანსპორტის როლზე გაამახვილა ყურადღება.
„ სატრანსპორტო პოლიტიკა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევა ერთ-ერთი უმნიშვნელვანესი ამოცანაა ჩვენი ქალაქისთვის. ტრანსპორტი არსებობს იმისთვის, რომ ადამიანებს მოგვემსახუროს და არა იმისთვის, რომ გადაადგილებისა და ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა ეკოლოგიური, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და ზუსტად ტრანსპორტს აქვს განსაკუთრებული როლი ამ მიმართულებით,” – განაცხადა კალაძემ.