„ძალიან მაგარი თამაში იყო, დიდხანს რომ გაგვყვება და გვალაპარაკებს ისეთი“ – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძე“ სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველო-თურქეთის გუშინდელ მატჩს ეხმაურება.
ჯაფარიძე წერს, რომ გუშინდელი თამაში მაგარი არა მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ და არც მხოლოდ იმიტომ, რომ პირველი თამაში ევროპაზე ღირსეულად ჩავატარეთ, არამედ იმიტომაც, რომ თურქებმა არანაკლები მონდომებით და არანაკლები ღირსებით ითამაშეს.
„ტრაპეცია დროშის გაშლაზე ცრემლები წამოვიდა, მერე ჰიმნზეც
გოლზე – არ ვიცი რა ჰქვია მაგ ემოციას. ძალიან მაგარი თამაში იყო,
დიდხანს რომ გაგვყვება და გვალაპარაკებს ისეთი.
მაგარი არა მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ და არც მხოლოდ იმიტომ რომ პირველი თამაში ევროპაზე ღირსეულად ჩავატარეთ, არამედ იმიტომაც, რომ თურქებმა არანაკლები მონდომებით და არანაკლები ღირსებით ითამაშეს.
არ გაგვიმართლა გუშინ, გაგვიმართლებს ხვალ – ეგაა ფეხბურთი, მაგიტომ ვუყურებთ ყველა“ – წერს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გუშინ, თურქეთთან გამართა. შეხვედრა 3:1 თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.
ტრაპეცია დროშის გაშლაზე ცრემლები წამოვიდა მერე ჰიმნზეც გოლზე – არ ვიცი რა ჰქვია მაგ ემოციას ძალიან მაგარი თამაში…
Posted by Zurab Girchi Japaridze on სამშაბათი, 18 ივნისი, 2024