ტრაპიზონის კლინიკაში ბათუმიდან გადაყვანილი 33 წლის კაცი გარდაიცვალა, ის მანამდე ბათუმის რეფერალურ საავდმყოფოში გრიპის დიაგნოზით, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, ოჯახის მოთხოვნით ის ტრაპიზონში გადაიყვანეს. იყო თუ არა დიაგნოზი H1N1 ან რა გახდა გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ რეფერალურ საავდმყოფოში. არც განცხადება კეთდება ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს პერსონალური ინფომრამაციაა.