ტრაპზონში საქართველოს ორი მოქალაქე, რომეო ლ. და ედიშერი ჯ. დააკავეს. მათ ელექტრონული მოწყობილობებისა და სამკაულების ქურდობაში ედებათ ბრალი.
თურქული მედიის ინფორმაციით, ქურდობაში ეჭვმიტანილები კამერებმა დააფიქსირეს, რამაც პოლიციას მათი აყვანის საშუალება მისცა.
მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს 1 პრინტერი, 2 ტელევიზორი, 1 ლეპტოპი, 2 თმის საშრობი, 1 ელექტრო სასწორი, სამი წყვილი ფეხსაცმელი, 1 მობილური ტელეფონი, დიდი რაოდენობით სამკაულები და ჭურჭელი.
სასამართლომ რომეო ლ-სა და ედიშერი ჯ-ს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და ისინი სასამართლო დარბაზიდანვე ციხეში გადაიყვანეს.