LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტრაქ­ტო­რი და­გორ­და და და­ე­ჯა­ხა ქალს, ძაღლი ეჭირა ხელში, ცუგა დაიღუპა, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა“ – რას ამბობენ თვითმხილველები

1876
თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ტალახაძე

ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩის კუთხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავებულ ქალს გუშინ ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა, როგორც ექიმები ამბობენ, მდგომარეობის სიმძიმის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაღუპული ქალი 70 წლამდე ასაკის, ვალენტინა ასიტაშვილია.

როგორც თვითმხილველები იხსენებენ, შემთხვევის დროს ქალი ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა.

„სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. ტრაქ­ტო­რი და­გორ­და და და­ე­ჯა­ხა ქალს, ძაღ­ლი ეჭი­რა ხელ­ში, ცუგა და­ი­ღუ­პა, პატ­რო­ნი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, სამ­წუ­ხა­როდ ვერ გა­დარ­ჩა” – ამ­ბო­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

ცნობისთვის, კალანდაძის ასახვევთან გუშინ, 5 მარტს, ტრაქტორი დაგორდა და სამ მანქანას შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი.

ცნობისთვის, ამავე ადგილზე მსგავსი შემთხვევა, 2023 წელსაც მსხვერპლით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g