LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

treepex: ქართულ გამოგონებას სტატია მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა გამოცემამ მიუძღვნა

140

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა, სამეცნიერო გამოცემამ New Scientist -მა, ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების გამოგონებას სტატია მიუძღვნა.

“ეს გაჯეტი თქვენს საკუთარ ხეს გპირდებათ”, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას treepex.

სტატიაში ვკითხულობთ: ნაძვი თქვენს ჯიბეში – სუფთა ჰაერის სუნთქვა ქალაქში, რთულია. საბედნიეროდ, ფრედ რილიმ ნივთი აღმოაჩინა, რომელშიც ამისთვის გამოდგება.
ტრიპექსი – ეს მოწყობილობაა, რომელიც საქართველოში, თბილისში შეიქმნა, საშუალებას მოგცემთ საკუთარი ტყის ჰაერით ისუნთქოთ.

ტრიპექსი დაბინძურებულ ჰაერს, ახალ, მინერალებით გაჯერებულ ჰაერად გარდაქმნის.

გამომგონებლები, ამბობენ, რომ მათთვის ასეთი პოპულარული გამოცემის გვერდებზე მოხვედრა, ძალიან სასიხარულოა.

“მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა სამეცნიერო გამოცემამ New Scientist -მა (რომლის აქტიური მკითხველიც ილონ მასკია) დაწერა ჩვენზე. უამგრესი ფოტოც დაურთო თან 🙂
ეს არის გამოცემა რომელსაც ტვიტერზე 3.16 მილიონი ფოლოუერი ყავს. არც კი ვიცი რა ვქნა სიხარულისგან 🙂 მართლა…
ერთადერთი, თავის გვერდზე რომ გადატვიტონ ცოტა აქტივობა უნდა ქონდეს პოსტს. გთხოვთ შედით ამ ლინკზე, ავტორიზაცია გაიარეთ ფბ-თი ან გუგლით და დააჭირეთ ფეისბუქ შეარს, ვისაც ტვიტერი გაქვთ ორივეს 🙂
#treepex დათაგვა არ დაგავიწყდეთ”, – ამბობს ლაშა კვანტალიანი.

ორმა ქართველმა ახალგაზრდამ ბაჩო ხაძიჩიძემ და ლაშა კვანტალიანმა,  სუფთა ჰაერის სასუნთქი აპარატი შექმნა. “ფორტუნა” ამ გამოგონებაზე აქამდეც წერდა.

mazda magti 5g