LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თრიფექსის“ ბარათები, რომლითაც ხეების დარგვას დისტანციურად შეძლებთ

80

„თრიფექსი“ – ხის დარგვის ინოვაციურ პლატფორმა, წინასაახალწლოდ ქართულ კომპანიებს სასაჩუქრე ბარათებს სთავაზობს.

„თრიფექსის“ მიერ დამზადებულ ბარათებზე უნიკალური კოდებია დატანილი, რომლის საშუალებითაც ხეები ბორჯომის გადამწვარ ტყეში დაირგვება. ქართული სტარტაპი ხეების მოვლაზე ხუთწლიან პასუხისმგებლობასაც იღებს.

„თრიფექსი“ სამი სახის ბარათს გთავაზობთ. კომპანიის ვებ-გვერდზე (treepex.com) რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ბარათზე დატანილი კოდის საშუალებით, მომხმარებელი ხის დარგვას შეძლებს.

პირველი ეტაპის გავლის შემდეგ მომხმარებელის ანგარიშში ხის ელექტრონული სერთიფიკატი გამოჩნდება, სადაც იმ კომპანიის სახელი იქნება დატანილი ვისგანაც სასაჩუქრე ბარათი მიიღო. უკვე ხის დარგვის შემდეგ კი მის მფლობელი ხის ფოტოს და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის კოორდინატებს მიიღებს. მფლობელს ნებისმიერ დროს შეეძლება ადგილზე ხის მონახულება. სციალური NFC მიკროჩიპის საშუალებით, რომელიც თითოეულ ხეს უმაგრდება, თრიფექსი განახლებულ ინფორმაციას აწვდის მფლობელს თავისი ხის შესახებ.

კომპანიების წასახალისებლად და ბორჯომში განადგურებული ტყის საფარის აღსადგენად „თრიფექსს“ სხვადასხვა აქტივობასაც გეგმავს, მათ შორის ჯგუფურ ფოტოსესიებს, სოციალურ ქსელებში კომპანიის პოპულარიზაციასა  და ვიდეო რგოლის დამზადებას.

2008  წლის აგვისტოს  ომის დროს, რუსული სამხედრო ავიაციის თავდასხმის შედეგად ბორჯომის ხეობაში 1000 ჰექტრამდე ტყის საფარი განადგურდა.  2017 წლის ზაფხულში გაჩენილი ხანძრის შედეგად  კი  უნიკალური ტყის 750 ჰექტარი დაიწვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g