LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრისტან წითელაშვილი საიდუმლო ობიექტებზე გადაღებასა და ჩაწერას უარყოფს

359

პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი ამბობს, რომ საიდუმლო ობიექტებზე არ ყოფილა, არც გადაღება და არც ჩაწერა არ უწარმოებია.

„მე ვიყავი თელეთის მთაზე, სადაც გენერალური შტაბის უფროსობის დროს გიგი კალანდაძეს გადაყვანილი ჰყავდა მოპარული ტექნიკა. მზად ვარ ვითანამშრომლო პროკურატურასთან და მივაწოდო ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მოპარულ თანხებთან, რომელიც მოიპარა სააკაშვილმა, კეზერაშვილმა, ახალაიამ, კალანდაძემ და ა.შ.”, – განაცხადა წითელაშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე ამბობს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. მისივე ინფორმაციით,  ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა.

საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. კალანდაძის ინფორმაცით, ინფორმაცია სამხედროებმა ზემდგომებს მიაწოდეს, თუმცაჯანელიძემ, საბოლოოდ,  გამოძიება არ დაიწყო, ამის გამო კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები