როგორც ცნობილია, დამღლელი წლის შემდეგ 51 წლის ჯენიფერ ლოპესი საქმროსთან, ალექს როდრიგესთან ერთად ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე ისვენებდა. თუმცა, ის უკვე მშობლიურ ნიუ-იორკს დაუბრუნდა და მზადაა შემოქმედებით საქმიანობას მთელი ძალებით შეუდგეს.
ცოტა ხნის წინ ვარსკვლავმა „ინსტაგამზე“ ფოტოები გაავრცელა, სადაც ის ორ განსხვავებულ „ლუქშია“ წარმოდგენილი. პირველ ფოტოზე ის მთლიან, მწვანე საცურაო კოსტიუმში სერფინგის დაფაზე დგას, მეორე ფოტო კი უკვე ნიუ-იორკშია გადაღებული, მას „გუჩის“ სათვალე უკეთია და North Face-ის თბილი ქურთუკი აცვია.
„აი როგორ დაიწყო გასული კვირა და როგორ მთავრდება ის“, – ასე დაასათაურა ფოტოები ჯეი ლომ.