2020 წელი მომღერლისთვის, მსახიობისთვის და „ბიზნეს ვუმენისთვის“ საკმაოდ დატვირთული და წარმატებული აღმოჩნდა. ახლა კი ჯენიფერ ლოპესი დამსახურებულ არდადეგებეზე იმყოფება. არტისტმა „ინსტაგრამზე“ მზიანი ფლორიდას სანაპიროზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა. ახლა კი ის ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე ისვენებს. პაპარაცებმა არტისტი მაშინ გადაიღეს, როდესაც ის სერფინგის დაფაზე იდგა.
51 წლის ჯეი ლოს შავი, მთლიანი საცურაო კოსტიუმი ეცვა, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურებოდა.