2020 წელი 51 წლის მომღერლისთვის, მსახიობისთვის და „ბიზნეს ვუმენისთვის“ საკმაოდ დატვირთული და წარმატებული აღმოჩნდა. ჯენიფერ ლოპესმა საკუთარი დიზაინით ფეხსაცმლის ხაზი გამოუშვა, შექმნა კოსმეტიკის ბრენდი, არაერთი საინტერესო პერფორმანსი შემოგვთავაზა, ჩაწერა სიმღერა და წლის ბოლოს საახალწლო კონცერტის Rockin ‘Eve 2021 ჰედლაინერიც იყო. 2021 წელს კი კოლუმბიელ მომღერალ მალუმასთან ახალ რომანტიკულ ფილმში, Marry Me ითამაშებს.
ახლა კი ჯეი ლო დამსახურებულ არდადეგებეზე იმყოფება. არტისტმა „ინსტაგრამზე“ მზიანი ფლორიდას სანაპიროზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა. მას წითელი ბიკინი და თავისუფალი სტილის, ჭრელი ხალათი აცვია. ის შეუდარებელ ფორმაშია.