LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ 3 ან მეტი ავტომობილი გყავთ გადასახადი დაგიწესდებათ

297
240294591

სამი ან მეტი ავტომობილის მფლობელ ოჯახებს შესაძლოა, სპეციალური გადასახადი დაუწესდეთ. ამის შესახებ საუბარია თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის ანგარიშში, რომელიც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გამოაქვეყნა.

თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია.

თემატური მოკვლევისას გამოთქმული მოსაზრებით, 5 წელზე ძველ ავტომობილებს განბაჟების უფრო მკაცრი პირობები უნდა დაუწესდეს, რაც განბაჟების გადასახადის ზრდასაც მოიცავს. ასევე, ჯგუფს მიზანშეწონილად მიაჩნია მაღალი მოსაკრებლის დაწესება დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე.

გარდა ამისა, მოკვლევისას გამოითქვა ინიციატივა, რომ ერთ ოჯახში 3 და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობა დამატებითი მოსაკრებლით განისაზღვროს.

ცნობისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2018 წელს დაიწყო პარლამენტის ისტორიაში პირველი თემატური მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლისგან შედგებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g