LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ადამიანი აცხადებს, რომ რწმენის, ან სინდისის გამო უარს ამბობს იარაღის ხელში აღებაზე, ის ალტერნატიულ შრომით სამსახურს გაივლის“ – გიორგაძე თავდაცვის ახალ კოდექსზე

159
გრიგოლ გიორგაძე

„სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება და ჩნდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩანაწერი – სასულიერო პირი“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძე: „2023 წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 260 მილიონი ლარით იზრდება“

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პირველი არხის ეთერში აღნიშნა, „ადამიანები, ვინც ამ სივრცეში იყვნენ, განურჩევლად რელიგიური კონფესიისა, მართლმადიდებელი იქნება თუ სხვა, გადავადების საფუძვლით, ამ კონკრეტული კანონით ხდებოდა ადმინისტრირება და ახლა, მოხდება მათი ალტერნატიულ შრომით სამსახურში გადანაცვლება“:

„ანუ, არაფრის შეცვლა ამ კუთხით არ მომხდარა. ალტერნატიული შრომითი სამსახური დღესაც არსებობს და თუ ადამიანი აცხადებს, რომ რწმენის, ან სინდისის გამო ის უარს ამბობს მაგალითად, იარაღის ხელში აღებაზე, ის გაივლის ალტერნატიულ შრომით სამსახურს. მაგალითად, თავშესაფრებში, სანიტრად სამედიცინო დაწესებულებებში და ა.შ“, – განაცხადა გიორგაძემ.

მანვე განმარტა, რომ არსებული 18 თვის ნაცვლად დღეს არის 12 თვით ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა და ეს შრომა ანაზღაურებადია.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სასულიერო პირი აღარ ისარგებლებს

წამყვანის შეკითხვაზე, განსხვავდება თუ არა მათი შრომითი ანაზღაურება ამ სივრცეებში უკვე დასაქმებული სხვა ადამიანების ანაზღაურებისგან, გიორგაძემ განაცხადა, რომ მათი ანაზღაურება ნაკლებია.

„ეს არის ნაკლები ხელფასი და ეს არის სტანდარტი. ანუ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად საბაზრო ხელფასი რაც არის, ის მისცენ. მაგალითად, მათი ხელფასი წვევამდელის ხელფასს არ უნდა აღემატებოდეს.

„წვევამდელთა ჯარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“ – ვის გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში

„საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის და როგორც რუსეთის აგრესიის პირდაპირი სამიზნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის თავდაცვა იყოს ყველა მოქალაქის ვალდებულება.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

წვევამდელის ხელფასი ჩვენ შარშან გავაორმაგეთ, მაგრამ ეს არ არის მაღალი და ვგეგმავთ, ეტაპობრივად ესეც გავზარდოთ, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ისინი არ არიან ჯარისკაცები, რომლებიც ასე ვთქვათ, სამსახურში არიან და მათი ხელფასი ვერ იქნება პროფესიული სამხედრო მოსამსახურის ტოლფასი ხელფასი. ისინი წვრთნას გადიან“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება პირდაპირ მიბმული იქნება ჯარისკაცის პირობების გაუმჯობესებაზე, არა მხოლოდ წვევამდელის, არამედ პირველ რიგში, პროფესიული სამხედრო მოსამსახურის პირობების გაუმჯობესებაზე და დაგეგმილია ხელფასების ეტაპობრივი ზრდა.

ბურჭულაძე: კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ მოქალაქეებმა ჯარს თავი მექანიკურად აარიდონ – წელს მხოლოდ 1 ორგანიზაციიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავი 12 000-მა ადამიანმა აარიდა

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად გვაძლევს სავალდებულობა იმ შედეგს, რომელიც გვინდა მივიღოთ ტოტალური თავდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე და რამდენად პროდუქტიული შეიძლება, იყოს იმ ადამიანების მიერ შესრულებული სამუშაო, რომლებიც ამ ყველაფერს საკუთარი ნებელობით არ აკეთებენ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ ჩვენ, უფლებებთან ერთად, კონსტიტუციურად სხვადასხვა ვალდებულებაც გვაქვს დაკისრებული.

„ეს ასევე მოდის პოლიტიკური პარტია „გირჩიდან“ და ამ ლოგიკით ჩვენ შეიძლება, ანარქიამდეც მივიდეთ. გადასახადების გადახდაც ხომ იძულებით ხდება? აბა, ნებაყოფლობითი იყოს, გადაიხდის ადამიანი გადასახადს?“ – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

მიხეილ სარჯველაძე: თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებებით „გირჩის“ არაკეთილსინდისიერი სქემა მოიშლება

„მოვითხოვ, ქუჩაში გამოხვიდეთ.. 11 მარტს აქციაზე ველოდებით ყველა თავისუფლების მოყვარულ ადამიანს” – იაგო ხვიჩია

პოპულალურები