LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ აგენტი ვარ რატომ თანამშრომლობდა ჩემთან, როცა სახალხო დამცველი იყო?„ – ტარიელ ნაკაიძე სოზარ სუბარზე

138
BeFunky-collage - 2023-03-22T214521.533

„თუ მე აგენტი ვარ, როცა სახალხო დამცველი იყო სოზარ სუბარი და მე ვიყავი მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე რატომ თანამშრომლობდა ჩემთან? ისინი ყველას ვინც განსხვავებულად აზროვნებს, განსხვავებული რწმენისაა საფრთხის ქვეშ განიხილავენ და უწოდებენ აგენტებს უსაფუძვლოდ“ – ამის შესახებ დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლებას არგუმენტები არ აქვს და ოპონენტების გაჩერებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს.

„როცა არგუმენტები აღარ არსებობს ადამიანი გადადის ძალადობაზე, სამწუხაროდ ამ როლშია ხელისუფლება, მას არ აქვს თავის გასამართლებელი არანაირი არგუმენტი და ცდილობს რომ ოპონენტები გააჩუმოს ძალისმიერი მეთოდებით, თუმცა ამას ვერ მოახერხებს, ჩვენ არ გვეშინია ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის“ – განაცხადა ნაკაიძემ გადაცემაში „დღის თემა“ და სხდომათა დარბაზში მომხდარი დეტალურად გაიხსენა.

„სოზარ სუბარმა, რომელიც ჩემს უკან ზის დამიძახა, შემატრიალა და მითხრა რომ ვარ აგენტი, მე ვკითხე რა არგუმენტით მიწოდებდა აგენტს, ვუთხარი, რომ შემიძლია აუხსნა თავად რატომ არის მოღალატე. იმიტომ რომ ხელი აქვს მოწერილი რუსულ კანონზე და არის რუსული იდეოლოგიის გამტარებელი. როცა არგუმენტი არ ჰქონდა შემაგინა, რა თქმა უნდა რეაქცია იყო ჩემი მხრიდანაც და შემდეგ დაიწყო ის რაც ყველამ ნახა“ – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ჯაფარიძემ სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. თავდაპირველად სიტუაცია სოზარ სუბარსა და ტარიელ ნაკაიძეს შორის დაიძაბა, რის შემდეგაც ინციდენტში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.

ტარიელ ნაკაიძეს ვიქტორ ჯაფარიძის გარდა, სხდომათა დარბაზში დამონტაჟებული მიკროფონი უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან მგალობლიშვილმაც ესროლა.

ვიდეო: ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში – ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ესროლა

„ხალხის ძალა“ ზის ჩვენ უკან, „გამოირჩევა“ დედის გინებით და გვიწოდებს ჯაშუშებს.. შეუცვალეთ ადგილი – ხუთმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა

„პოზიციონერსაც რომ ექნა, იმასაც იმავე პასუხს გავცემდი“ – ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ ტარიელ ნაკაიძეს ბოდიშს არ მოუხდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები