LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, პანდემიის დასრულება რთული იქნება – გამყრელიძე

142
BeFunky-collage (12)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია არ იგეგმება.

მისივე თქმით, ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს კვლევები ჯერ არ დაუსრულებიათ.

“ჯერჯერობით, მესამე ფაზის კვლევა ბავშვებზე, ანუ 12 წლის ზემოთ, აქვს მხოლოდ “ფაიზერს” ჩატარებული. შეაჩერა ეს “ასტრაზენეკამ”, რომელსაც დაწყებული ჰქონდა კვლევები და კიდევ რამდენიმე კომპანიამ. რამდენადაც მე ვიცი, ამერიკის წამლის სააგენტოს, ჯერჯერობით არ ჰქონდა მიცემული დასტური ბავშვებში გამოყენებაზე…

ეს ერთ-ერთი არასასიამოვნო გართულებაა, რაც კორონავირუსს შესაძლოა ჰქონდეს – ივანე ჩხეიძე კოვიდგადატანილი ბავშვების მშობლებს მიმართავს

გიდასტურებთ იმას, რომ თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, ისე, რა თქმა უნდა, რთული იქნება პანდემიის დასრულება. კარგია ის, რომ ეს ვირუსი ნაკლებად ერჩოდა ბავშვებს, შედარებით ადვილად იტანენ ამ ინფექციას, მაგრამ ისინი არიან აქტიური გამავრცელებლები”.- განაცხადა ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში.

კანადამ “ფაიზერის” ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g