LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ბავშვი სწორად იკვებება, არავითარი დამატებითი ვიტამინი არ სჭირდება“ – ქეთი ნემსაძე

1179
keti-nemsadze-child

როგორი უნდა იყოს ბაღის ასაკის ბავშვების კვების ყოველდღიური რაციონი, რა სახის პროდუქტებია რეალურად სასარგებლო პატარებისთვის და შეესაბამება თუ არა ბაღების კვების რაციონი ჯანსაღი კვების მსოფლიო სტანდარტებს, რას ემსახურება კალორაჟის შემცირება, რამდენი სახეობის კერძი უნდა შევთავაზოთ ბავშვს ერთ ჯერზე, როგორი უნდა იყოს იდეალური საუმზე, სადილი და ვახშამი და უნდა ამოვიღოთ თუ არა რაციონიდან ხილის კომპოტი და ჩაი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში სტუმრად ექიმთან პროფესორმა ქეთი ნემსაძემ ისაუბრა.

კითხვაზე, როგორი უნდა იყოს სკოამდელი ასაკის ბავშცის სმახარი, ექიმ-პედიატრი გვპასუხობს: „კარაქი შედის იმ ცხიმფაფებსა და რძეში, რომელსაც ბავშვები იღებენ. ყველაზე კარგი რძის პროდუქტი არის ყველი და მაწონი, ის ძალიან კარგია ვახშამზე. თუ არ არის მაწონი დაბალპროცენტიანი, ის შეიცავს კარაქს. არც არაჟანია სასურველი. ერთადერთი ასაკი, რომელსაც აუცილებლად უნდა რძე, არის ორ წლამდე. სამი წლიდან რძის რაოდენობა მცირდება და რეკომენდებულია დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები. ინტერნეტში ბევრი სიანტერესო ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ. რძის ცხიმი არის კარაქი და ბავშვი კარაქს იღებს რძესთან ერთად და ზედმეტი საჭირო აღარ არის. საკვების კალორიულობა სხვადასხვაა ბიჭებისთვის და გოგონებისთვის. ეს კონკრეტულად მისმა პირადმა ექიმმა უნდა განსაზღვროს. ყველაზე მეტი სითხე უნდა მიიღოს წყალი. კატეგორიულად შეზღუდულია გაზიანი ტკბილი სითხეები. რაც შეეხება ცილებს – რაც დადის არა, რაც ცურავს და ფრინავს კი. ლობიოს, სოიოს და ბარდას ალტერნატივა არ აქვს. თუ ბავშვი სწორად იკვებება, არავითარი დამატებითი ვიტამინი არ სჭირდება თევზის ქონის გარდა, ის სამეფო სასმელია ტვინისათვის. სწორი კვება ასევე კარგი განათლების მიღების საფუძველიც არის. თევზი ბავშვმა 6-7 თვის ასაკიდან უნდა მიიღოს. არიან რა თქმა უნდა ვეგეტარიანელი ბავშვებიც და მათთვის სპეციალური კვების რეჟიმი უნდა შემუშავდეს“.

ვრცლად გადაცემა…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g