LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ცეცხლს ეთამაშები, დაიწვები. იმედი მაქვს, აშშ-ს მხარე ამას ნათლად დაინახავს – ჩინეთის პრეზიდენტი აშშ-ს პრეზიდენტს

176
hfimima4vnokpmvfu5bhxr3ruq

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან დღეს სატელეფონო საუბარი გამართა, რომელიც ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. ლიდერებს შორის დისკუსია ვრცლად შეეხო ტაივანის საკითხს.

დღეს გამართულ სატელეფონო საუბარში სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მა უნდა დაიცვას „ერთი ჩინეთის პრინციპი“ და რომ ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ტაივანის დამოუკიდებლობასა და გარე ძალების ჩარევას.

„თუ ცეცხლს ეთამაშები, დაიწვები. იმედი მაქვს, აშშ-ს მხარე ამას ნათლად დაინახავს”, – ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, განუცხადა სი ძინპინმა ჯო ბაიდენს.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაივანთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეცვლილა და ოფიციალური ვაშინგტონი მტკიცედ ეწინააღმდეგება სტატუს კვოს შეცვლის ან ტაივანის სრუტეზე მშვიდობისა და სტაბილურობის ძირის გამოთხრის ცალმხრივ ძალისხმევებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g