სალომე გოგიაშვილი აბუ-დაბიში, სასტუმრო „რედისონში“ მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
როგორც გოგიაშვილი აღნიშნავს, ის გმობს ყოველგვარ ძალადობას.
ამასთან, სალომე გოგიაშვილი წერს, რომ ჩაცმულობით ადამიანის ორიენტაცია არ ისაზღვრება.
„რაც შეეხება გიორგის ანუ გოგოლას! აი ის ადამიანები, რომლებიც პოსტებს აზიარებთ და ღადაობთ, თქვენი დაბალი დონის იუმორით, არ დაგავიწყდეთ საკუთარი ცხოვრების გახსენება… ბოლო ბოლო ლьაზარე რომ კერპად გეყოლებათ და ნუ ჩამომათვლევინებთ გეი დელეგაციას, რომლებიც წინ გიდგანან აქციებზე, უხერხულია ვინმეზე პირის გაღება! თქვენ ისინი ხართ ვინც მათ ტაშს უკრავთ. ვგმობ ყველანაირ ძალადობას, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, მაგრამ თქვენივე პროვოცირებულ ინციდენტს ასე რომ პასუხობენ მერე ნუ გიკვირთ! ხო და გოგოლას რაც შეეხება, თუ ჩაცმულობით ორიენტაცია ისაზღვრება, მაშინ 9 სართულიან პლატფორმებზე შემდგარი გოგოები ჩემთვის მხოლოდ სუსტი ყოფაქცევის ქალად აღიქმება. ხო, არ დაგავიწყდეთ, აეროპორტში ლაშას და ოლგას დახვედრა ,ახალი გმირი ჩამოგდით,“ – წერს სალომე გოგიაშვილი.
შეგახსენებთ, აბუ დაბიში ინციდენტის დროს სამართალდამცველებმა დააკავეს ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, დამსვენებელი, პარლამენტარების მეგობარი, გიო გოგოლაძე, ვისი ნასროლი თეფშიც რესტორნის თანამშრომელს მოხვდა და დაზიანდა.
აბუ-დაბიში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ვიდეო: ვრცელდება აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ახალი კადრები
ცნობისთვის, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული.
მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი გუშინდელ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, გუშინდელი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.