„თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ის ეპიდსიტუაცია, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს საფრთხეს არ წარმოადგენს სასწავლო პროცესის დაწყებისთვის”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ყოველდღიურად ინფიცირების ერთეული ან 2, ათეული შემთხვევა საფრთხეს არ წარმოადგენს.
“ყოველდღიურად ინფიცირების ერთეული ან იგივე, ვთქვათ, 2, ათეული შემთხვევა, ეს საფრთხეს არ წარმოადგენს არც ეროვნული გამოცდების ჩატარებისთვის, არც სასწავლო პროცესი დაწყებისთვის და არც სხვა ღონისძიებისთვის“, – განმარტა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისიდან 25 ივლისამდე გაიმართება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები პირველი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.