LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ [ჩვენი მოძრაობა] პარტიად ჩამოყალიბდება არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ” – ხუნდაძე

67
დიმიტრი ხუნდაძე

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ თუ მოძრაობა “ხალხის ძალა” პარტიად ჩამოყალიბდება არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.

მისივე თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობები გაგრძელდება და ხელისუფლება ამ ზეწოლებს ვერ გაუძლებს.

“რაც შეეხება, პარტიულ ორგანიზაციად ჩამოყალიბებას, ჩვენი მიზანი ეს თავიდან არ ყოფილა. ჩვენი მიზანი იყო რომ საზოგადოების უსაფრთხოება დაგვეცვა, მაგრამ რადგან პროცესები ამდაგვარად განვითარდა და რადგან რისკები ისევ არსებობს. ერთი შეუთანხმებლობა ისევ არის, რომ მმართველი გუნდი ვერ ახერხებს იმ ხარისხით საზოგადოებასთან სიმართლის თქმას, რაც ჩვენ გადავწყვიტეთ და გუნდს გამოვეყავით.

სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება, მანამდე, ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობები იქნება. თუ კი ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ამ ზეწოლებს, მაშინ, რა თქმა უნდა, გარდაუვალი იქნება ამ მოძრაობის პარტიულ ორგანიზაციად გარდაქმნა, რადგან, პარტიულ ორგანიზაციას აქვს უფრო მეტად ქმედითი ბერკეტები და ჩვენ რა თქმა უნდა, ამაზე უარს არ ვიტყვით.

თუ [ჩვენი მოძრაობა] პარტიად ჩამოყალიბდა არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე”.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ხუთმა დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, დავით კაჭარავამ, დაჩი ბერაიამ და ზაალ მიქელაძემ დატოვეს.

ცნობილია, რომ მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები მოძრაობა “ხალხის ძალას” შეურთდნენ.

ამავე თემაზე:

კობახიძე: ღირებულებით ნაწილში “ქართულ ოცნებასა” და “ხალხის ძალას” შორის არსებითი განსხვავება არ არის

„ქართული ოცნებისგან“ განდგომილი არანაირი 9 დეპუტატი არ არსებობს, არსებობს აღზევებული 9 დეპუტატი, რომლებსაც უზენაესმა მიანიჭა უზენაესი პრივილეგია – უსუფაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g