პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც მთავარობამ მიზნობრივი შეზღუდვები დააწესა, დადებითობის მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო ქვემოთ მოდის. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც შეზღუდვები დაწესდა, ქვეყანაში დღეში 5000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდებოდა, ჯანდაცვის სისტემა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს მართავდა, ხოლო ჰოსპიტალურ სისტემაში დღეში 7000 ინფიცირებულს.
„დღეს უჩვეულო ფორმატში ვიკრიბებით, თუმცა ამას თავისი მიზეზი და მიზანი აქვს. ვეცადეთ, გაგვეერთიანებინა ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური ნაწილი, ამიტომ, ჩვენს პარლამენტარებს ვთხოვეთ, რომ მ შეხვედრას დასწრებოდნენ ა. ეს არ არის ეკონომიკური საბჭო, უბრალოდ, ჩვენ გვინდა, იმ ამოცანებზე ვისაუბროთ, რომელიც უახლოეს დღეებში ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით გველის.
“იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში სხვადასხვა აზრია, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ – ჩვენ მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ 28 ნოემბრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ, ქვეყანაში დღეში 5000-ზე მეტი შემთხვევა იყო.
ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების 5-6 ათასი შემთხვევაა, ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებაზე ლაპარაკი ზედმეტია. თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ყველაფერში – როდესაც მაგალითად, ვითხოვთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების და დარგების გახსნას, ან ვთვლით, რომ ერთდროულად, ქვეყნის მასშტაბით, მაშინ, როდესაც მაგალითად, თბილისში, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე აჭარაში – ტრანსპორტის გახსნას,”- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, “უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, რა არის მეორე მხარეს რისკი. მისი თქმით, რისკი არის ის, რომ ინფიცირების გავრცელება სწრაფად გაიზრდება და ისევ სწრაფი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება მოგვიწევს.
“ამიტომ ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე – თუ საბოლოო ჯამში, არ ხდება ინფექციის გავრცელების სრული მართვა, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს. ჩვენთვის დასაბუთებული არგუმენტებია დადებითობის მაჩვენებელი. თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ქვეყანაში ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია, ისევე, როგორც ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე, იმიტომ, რომ სწრაფი გავრცელების რისკი ძალიან მაღალია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.