LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ დამიდასტურებს, რომ მე ვარ უძღები შვილი, მზად ვარ, ბოდიში მოვიხადო – მეუფე პეტრე პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

277
BeFunky-collage (1)

“თუ მამა დამიდასტურებს, რომ მე ვარ უძღები შვილი, მზად ვარ, მოვიხადო ბოდიში და ვითხოვო შენდობა, მაგრამ მე თუ დავუდასტურებ, რომ თავად არის უძღები შვილი ღვთის წინაშე, რომელიც განუდგა ღმერთს და ეკლესიას ქრისტეს კანონებით არ მართავს, რა თქმა უნდა, უნდა მოინანიოს”, – მეუფე პეტრე მხარდამჭერებთან ერთად საპატრიაროქოსთან მივიდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც მეუფემ თქვა, პატრიარქმა მას უძღები შვილი უწოდა და ამით მან შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და სახარება არასწორად განმარტა:

“მრევლი ითხოვს პატრიარქთან შეხვედრას. რამდენ ადამიანსაც დაუშვებენ, ჩვენ დისტანციით გვსურს მასთან შეხვედრა.

მან თქვა, რომ მეუფე პეტრე არის უძღები შვილი და მელოდება. ამით მან შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და სახარება განმარტა არასწორად, რადგან უძღებმა შვილმა მამას მისი ქონების წილის აღება და დამოუკიდებელი ცხოვრება მოსთხოვა, მამამ გაუშვა, არ გაუწია წინააღმდეგობა, უძღებმა შვილმა თავი ვერ გაართვა დამოუკიდებელ ცხოვრებას, ჩავარდა ცოდვებში, მაგრამ მოეგო გონს და დაბრუნდა მამასთან სინანულით.

თუ პატრიარქი თავს მამად მიიჩნევს, მე მივედი ე.წ მამასთან და ვუთხარი, თუ ხართ ამ ოჯახის უფროსი, ამ ოჯახში ყველაფერი ყარს, არ არის სულიერება, არის უსამართლობა და სისტემური დანაშაული, თქვენ მფარველობთ ეკლესიაში უზნეობას, უსამართლობას, გყავთ პირადი პატიმარი, ამიტომ ეს არ არის ქრისტიანობა და დავიწყოთ ამ ოჯახის სიმყრალისგან გათავისუფლება. ამის სანაცვლოდ მამამ გამაგდო სახლიდან, თავის ჭკუით, რა თქმა უნდა, უკანონოდ.” – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g