LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ დავადგინეთ პასუხისმგებლობის პერსონალიზირება, შეიძლება საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს წავაწყდეთ – გახარია [ვიდეო]

Untitled

„დიახ, ვადასტურებ, რომ გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, არ იყო ჩატარებული,“ – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გახარიას თქმით, არავის უნდა ეგონოს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვინმე პასუხისმგებლობას არ გრძნობს.

„ოღონდ ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობის ზღვარი თუ დავადგინეთ და დავიწყეთ ამ პასუხისმგებლობის პერსონალიზირება, შეიძლება საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს წავაწყდეთ. როდესაც სახელმწიფომ პარლამენტში მიიღო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება, აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ პირადად მე ვფიქრობდი, რომ ამ კომისიას რამდენად ხარისხობრივად შეეძლო, განევითარებინა თუნდაც, ჩვენი საპარლამენტო დემოკრატია. კომისიას ჰქონდა პირდაპირი კონკრეტული მანდატი, ემუშავა იმაზე, იყო თუ არა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გარკვეული გადაცდომები ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც ობიექტურად რომ ვთქვთ, კომისიამ ვერ დაადგინა,” – განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრის ამ ფრაზას დარბაზში მსხდომი დეპუტატების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა, რაზეც გახარიამ მადლობა გადაიხადა.

„სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუმართლებლად კომისიამ დაიწყო კონკრეტული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ძიება, რაც ასევე ვერ დაადგინა. ვერ მომიყვანთ ვერცერთ ფაქტს, რომელიც დაადგინა კომისიამ და იქნება ახლად გამოვლენილი ფაქტი, რომელიც ან იყო ერთი გამოძიების ფარგლებში, ან – მეორის,“ – განაცხადა გახარიამ.

მინისტრის ამ ფრაზასაც მოჰყვა დარბაზის აპლოდისმენტები.

„გააგრძელეთ!“ – მიმართა გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს. ამ ფაქტს საპარლამენტო უმცირესობაში რამდენიმე წუთიანი ხმაური მოჰყვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გიორგი გახარიასთვის გაგრძელების საშუალება მიეცათ.

„შეიძლება ჩვენ ბევრი ვიდავოთ, თუმცა კომისიის რეკომენდაციები რომ წაიკითხოთ, იქ თქვენ თვითონ მიხვდებით, რა არის გამოვლენილი, ფაქტორები თქვენ აღმოაჩინეთ, არ მინდა ახლა ამაზე დავა, ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ. საკითხი არის მარტივად – დიახ, ვადასტურებ, რომ გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, არ იყო ჩატარებული. თქვენ, კომისიის მუშაობის ფარგლებში ვერ შეძელით, რაც იყო თქვენი მიზანი და არა სისხლის სამართლის დევნის დაწყების განსაზღვრა. ვერ შეძლით დაგედასტურებინათ, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არ ჩატარდა, იყო განზრახულად არ ჩატარებული და მან იქონია საბოლოო შედეგზე რაიმე შედეგი, თუ – ვერა. ეს იყო თქვენი მანდატი. მე, როგორც შს მინისტრი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე და კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არ ვიცი ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა, იყო განზრახ არ ჩატარებული და იქონია მან საბოლოო შედეგზე გავლენა თუ არა და აქედან გამომდინარე, მეც მზად ვარ, სამოხელეო გადაცდომებზე პირველი მივიდე და მივცე ჩვენება,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g