აზერბაიჯანში დღეს „ხსოვნის დღეს“ აღნიშნავენ იმ ადამიანების მიმართ პატივისცემის გამოსახატად, რომლებიც მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომს ემსხვერპლნენ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „ხსოვნის დღესთან“ დაკავშირებით აზერბაიჯანელ ხალხს მიმართა.
„ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია, განსაკუთრებით სომხეთის სახელმწიფოსთვის. მე ამას ვამბობ დღეს, „ხსოვნის დღეს“ : თუ დავინახავთ, რომ სომხური ფაშიზმი ზრდას განაგრძობს, თუ დავინახავთ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაჩენილ ახალ საფრთხეს, ჩვენ კვლავ გავანადგურებთ სომხურ ფაშიზმს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. ეს ყველამ უნდა იცოდეს! რკინის მუშტი, ომისა და გამარჯვების სიმბოლო, ჯერ კიდევ არსებობს და ეს ნურავის დაავიწყდება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ალიევმა.