„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმის უმრავლესობა „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია. ამ თემაზე საუბრისას მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღნიშნულზე ინფორმაცია შეუძლიათ „ფეისბუქში“ მოიძიონ.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ექსპერტთა ჯგუფისგან შექმნილი ექიმებიდან, ერთ-ერთი მათგანი აქციებშიც იღებდა მონაწილეობას, მეორე წარმომადგენელი კი „მთავარი არხის“ თანამშრომლის მამა აღმოჩნდა. დეპუტატის თქმით, როგორც მინიმუმ, ეჭვის საფუძველი ამაში შეიძლება იყოს.
„მე საერთოდ მგონია, რომ ეს კონსილიუმი იმიტომ შეიქმნა, რომ ჩვენ კითხვებზე პასუხი გაცემულიყო, მაგრამ პასუხები მთავარ კითხვებზე ვერ მივიღეთ, რა სამედიცინო საჭიროება, ან სამედიცინო სერვისი, მომსახურება ვერ მიიღო პაციენტმა სააკაშვილმა თუნდაც იმ დიაგნოზის ფარგლებში, რაც მათ დასვეს, დასვეს თუ არა მეორე საკითხია, მაგრამ იმ დიაგნოზების მიხედვით, რაც მათ დასვეს – რა სამედიცინო საჭიროება იყო და რა ვერ მიიღო,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ირაკლი კობახიძე: ლომჯარიასთვის სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც უნდა გამოიხსნას
მისივე თქმით, ასევე ვერ მოვისმინეთ პასუხები რომელია უფრო გამოცდილი კლინიკა საქართველოში შიმშილობის პროტოკოლის მართვაში. მდინარაძის თქმით, მიუხედავად ამისა, „ადეკვატურები რომ ვიყოთ, სხვა მედიკოსების შესაბამისი ანალიზი გვჭირდება.“
„ეს არის იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტი. თუ ობიექტურად დადასტურდება, რომ იმ პირობებში მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება, ამ შემთხვევაში, მეც დაგიდასტურებთ, რომ გადასაყვანი იქნება. თუ ამის საჭიროება არ არის და დადასტურდება, რომ ახირებაა, ბუნებრივია, არ გადაიყვანენ,“ – დასძინა მდინარაძემ.
მე მინდა ობიექტური იყოს სახალხო დამცველი – ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს: დავითულიანი
როგორც მანვე აღნიშნა, შეგვიძლია გამოვთქვათ მხოლოდ ვარაუდი, რომ ეს ადამიანები შესაძლოა, იყვნენ მიკერძოებული. მამუკა მდინარაძემ ამის საპირწონე არგუმენტად თქვა, რომ ნინო ლომჯარიამ ორი ფაქტის შესახებ ინფორმაცია დამალა.
„მაგალითად, იმიტომ რომ ლომჯარიამ დამალა ორი ფაქტის შესახებ – ის, რომ ვისაც მადლობას უხდიდა სოციალურ ქსელში ერთი როგორც მე ვიცი, მისი მამიდაშვილი იყო – თუ არ ვცდები, ნაცვალაძე გვარად, ის იყო „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი. ამ ადამიანის დახმარებით შეიკრიბა ასევე აქტიური მხარდამჭერები, შეიძლება ყველა არა, ძირითადად, უმრავლესობა იმ კონსილიუმისა, რომელიც მან შექმნა,“ – თქვა მამუკა მდინარაძემ.
მისი სიტყვებით, შესაძლებელია, ეს იყოს პოლიტიკური მიკერძოება და „ძალიან სამწუხაროა თუ ეს არის, მაგრამ ექიმებში ობიექტურობის ხარისხი გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანებში.“ მდინარაძის განცხადებით, გუშინ ასევე ვხედავდით, რომ ისინი იმავეს არ იმეორებდნენ, რასაც ნიკა გვარამია.
„ახლა არ არის მძიმე მდგომარეობა, მაგრამ შესაძლებელია გართულდესო“ – დაშვების დონეზე საუბრობდნენ, რადგან ექიმები არიან და რაც არ უნდა პოლიტიკურად მიკერძოებულები იყვნენ, რაღაცებს არ კადრულობენ.
„თუ მოცემულობას დავუშვებთ, რომ ეს დასკვნა არის „ფეიკი“, ტენდენციური და მიკერძოებული და ამის საფუძველზე საჭირო გახდა გადაწყვეტილების მიღება, რომ სადღაც გადაიყვანონ და ამას ცუდი შედეგები მოჰყვა, ამ შემთხვევაში მათ პასუხისმგებლობაზე საუბარი რელევანტურია თუ არა? თუ ასეა, მაშინ ეს მუქარა არ ყოფილა, თუ ასე არ არის, ეს არის ვარაუდი, რომელსაც ვერსად წაუვალთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, 17 ნოემბერს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა მის მიერ შექმნილი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გლდანის მე-18 დაწესებულებაში არსებული პირობების მის საჭიროებებთან თავსებადობას ეხება. დასკვნაში ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს.
სააკაშვილი საფრთხეში აგდებს ელენე ხოშტარიას სიცოცხლეს, რომელიც მის გამო შიმშილობს: არჩილ თალაკვაძე