LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ დღეს პასუხს არ მივიღებთ, გადავალთ რადიკალურ ზომებზე! – რა ხდება უშგულში [ფოტოები]

534
68615024-10212395532562577-9173756557471514624-o

ვითარება უშგულში იძაბება. დღეს ადგილობრივებმა გზა კვლავ გადაკეტეს, რადგან აცხადებენ, რომ დაპირება ხელისუფლების მხრიდან არ შესრულდა. 

სვანებმა უშგულში მისასვლელი გზა გადაკეტეს [ფოტო/ვიდეო]

უკვე ერთი კვირაა, უშგულელები ისტორიული ძეგლების საგანგაშო მდგომარეობის შესახებ წერენ.

ერთ-ერთი ადგილობრივი მინდია ჩარქსელიანი წერს, რომ დაპირებული ვადა ისე გავიდა, პასუხისმგებელი პირები არც კი გამოჩენილან, ისტორიული ძეგლების მდგომარეობა კი დღითიდღე უფრო მძიმდება.

მისი თქმით, დღეს პროტესტის მონაწილეები რადიკალურ ზომებზე გადავლენ.

მინდია ჩარქსელიანი ასევე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის გზა მხოლოდ ავტომობილებისთვისაა გადაკეტილი. უშგულში ფეხით გადაადგილების მსურველებისთვის ის გახსნილია.

“გავიდა დაპირებული ვადა, მაგრამ პასუხი ისევ არ არის! არავინ ჩანს ხელისუფლების პასუხისმგებელი პირებისგან (კულტურული მემკვიდრეობის ხელმძღვანელობას და პრესსამსახურს ფეისბუქპოსტებით პასუხად არ ვთვლი!). კოშკების და სვანური მაჩუბების ბზარები კი დღითიდღე იზრდება და საშიში ხდება არა მარტო ისტორიული შენობების დაკარგვა, არამედ აქ მცხოვრები ადამიანების გადაადგილებაც.

დღეს ისევ გადაიკეტა გზა. მშვიდობიანი ფორმით! უშგულში შემსვლელი გზა დაკეტილია მხოლოდ ავტომობილებისთვის. სოფლის სტუმრებს შეუძლიათ ფეხით გადაადგილდნენ ტერიტორიაზე. გამსვლელებისთვის გზა ხსნილია.

თუ არც დღეს მივიღებთ პასუხს, გადავალთ რადიკალურ ზომებზე!!

თქვენს უუნარობას ვერ შევწირავთ ჩვენს ისტორიას.

კეთილი ინებეთ და ჩვენივე გადახდილი გადასახადები მიმართეთ ამ პრობლემის მოგვარებისკენ!” – წერს მინდია ჩარსქელიანი.

უკვე ერთი კვირაა, უშგულელები ისტორიული ძეგლების საგანგაშო მდგომარეობის შესახებ წერენ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძეგლების რეაბილიტაცია “ქართუსთან” ერთად ხორციელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g