“ყველა შეზღუდვა, რაც ქვეყანაშია გამოცხადებული, აუცილებლად უნდა დავიცვათ, რომ შევძლოთ სიტუაციის კონტროლი”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ჯერჯერობით არ არის დადგენილი და ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
“ამ ეტაპზე ჩვენთან 37 პაციენტია მოთავსებული, გვყავს ორი ძალიან მძიმე და 7 მძიმე პაციენტი. ძალიან მძიმე ორი პაციენტის მდგომარეობა სამი დღეა დასტაბილურდა. რაც შეეხება ახალ პაციენტებს, მათი წყარო არ არის დადგენილი, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ეპიდკვლევა. თუ ეს 30 შემთხვევა არის ახალი კლასტერი და არა ძველი კლასტერების კონტაქტები, დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ამ სიტუაციის გაკონტროლებას და ამ კლასტერის შეჩერებას. დღეში 30 შემთხვევა არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, თუ ასეულს შემთხვევას არ გადავაჭარბებთ, სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება. ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ დავძლიოთ ეს პრობლემა” – აცხადებს ეზუგბაია.
მარიან ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავებული ყველა მოზარდის, მათ შორის 9 თვის ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 336-მდე გაიზარდა