LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ EU-ის უსაფრთხოება ჩვენზე ვერ გავავრცელეთ, გადახდილი ფასი წყალს გატანებული გამოდის“ – გიორგი გახარია

189
გიორგი გახარია

თუ EU-ის უსაფრთხოება ჩვენზე ვერ გავავრცელეთ, გადახდილი ფასი წყალს გატანებული გამოდის, – აღნიშნულის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ გადაცემაში „დროება“ ისაუბრა.

„ვინმეს თუ უნდა, ქვეყანაში გრძელვადიან, სამართლიან მშვიდობაზე ისაუბროს, უნდა ესმოდეს, რომ პროცესების ნაწილი უნდა ვიყოთ. ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი ხელისუფლება რაღაც აბსოლუტურად ილუზიურ, პროპაგანდისტულ მესიჯებს ავრცელებს.

მე დიდი ხანია ვამბობდი, რომ ოცნება არის ჰიბრიდულ ომში თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის ახალი არქიტექტურა ევროკავშირის უსაფრთხოების, რომელიც ჩვენ თვალწინ იქმნება, ჩვენ თუ ამ არქიტექტურის უსაფრთხოების სარგებელი ვერ გავავრცელეთ საქართველოზე, გამოდის, რომ ის ფასი, რომელიც ამ ქვეყანამ გადაიხადა ბოლო 30 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, 2008 წლის ომის დროს, ეს ყველაფერი წყალს გატანებული გამოდის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g