LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ გაცვიათ თეთრი პერანგი, შეუძლიათ ნებისმიერი თქვენგანი გამოგაცხადონ „კაწროდ“ – ადვოკატი

186
kawros advokati

ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე ამბობს, რომ ვიღაცებს პოლიტიკური ინტერესებისთვის სურთ, რომ ლაშა ლურსმანაშვილი ავთანდილ ბილანიშვილი იყოს.

ადვოკატი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ განმარტავს საქმის დეტალებს.

„მოკლედ, მეგობრებო ამ ორივე კადრში დაფიქსირებულია მოქალაქე ლაშა ლურსმანაშვილი, რომელმაც განმარტა, რა უნდოდა იმ ღამეს დიდუბეში. მესმის, რომ ვიღაცას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ძალიან სურს, რომ კადრში იყოს „კაწრო“, მაგრამ სიმართლე ხომ ერთია და ამ სიმართლეს ვერაფერი შეცვლის, ვერც ზედთხედით, ვერც ქვეთხედით და ვერც ცხვირპირში მიბჯენილი კამერით გადაღებული კადრები…

ვისაც, მართლა სიმართლე აინტერესებს ეს მცირე განმარტება მათთვის, თორემ ვისაც პოლიტიკური მიზნებით სურს რომ ლაშა ლურსმანაშვილი იყოს ავთო ბილანიშვილი, მათთვის არც ამ განმარტებით შეიცვლება რამე… მათ შეუძლიათ ნებისმიერი თქვენგანი გამოგაცხადონ „კაწროდ“, თუ გაცვიათ თეთრი პერანგი, ან ხართ დაახლოებით მსგავსი აღნაგობის და რა თქმა უნდა, თუ ეს სიყალბე სჭირდება პოლიტიკას… კიდევ ერთხელ ვიზიარებ გიორგის ოჯახის მწუხარებას და მხარდაჭერას ვუცხადებ ყველას ვისაც სიყალბის ნაცვლად, მართლაც ამოძრავებს 19 წლის ბიჭის გარდაცვალების რეალური მიზეზების დადგენის გულწრფელი სურვილი“… წერს თამარ აბესაძე სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, გუშინ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი და ლაშა ლურსმანაშვილი გამოიკითხა. ორივე მათგანი მომხდარ ტრაგედიასთან კავშირს უარყოფს.

„მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს, ამირხანაშვილს არავის ვიცნობ, დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა“ – ლაშა ლურსმანაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები