LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ განსხვავებული ცივილიზაციის გაცნობა გსურთ – მალაიზიაში უვიზოდ გაემგზავრებით

118
D3n08Y-X4AAO45Z

ჩემს კოლეგას ვესაუბრე მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თალაკვაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

“შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესაძლებლობები, ტურიზმის საკითხები… ჩემს კოლეგას ვესაუბრე მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. გქვონდა საუბარი ოკუპაციასა და უსაფრთხოების თემებზე. ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებისთვის. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის შესაძლებელია მალაიზიაში უვიზოდ გადაადგილება, რაც საინტერესოა მათთვის, ვისაც განსხვავებული ცივილიზაციის გაცნობა სურს,” – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები