LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, ეს არის ღალატი როგორც გუნდისა და საკუთარი პარტიის, ასევე სახელმწიფოს წინაშე: ნიკოლოზ სამხარაძე გახარიაზე

214
ნიკოლოზ-სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ „თუ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, ეს არის ღალატი როგორც გუნდისა და საკუთარი პარტიის, ასევე სახელმწიფოს წინაშე“

მისივე განცხადებით, „მას ბოლომდე არ უნდა დაიჯეროს, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება სიმართლე იყოს“.

„შესაბამისად, თუ ის რაც ბატონმა არეშიძემ თქვა არის მართალი და დადასტურდა, მაშინ საქმე გვქონია ჩვეულებრივ მოღალატესთან, მაგრამ მე ბოლომდე არ მინდა დავიჯერო რომ ეს ასეა. მაგრამ თუ ეს დადასტურდა, ეს არის ღალატი როგორც გუნდის, საკუთარი პარტიის, ასევე სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g