გგონიათ, დამტენზე შეერთებული ტელეფონის დადება ბალიშის ქვეშ უსაფრთხოა? – ნიუ-იორკის პოლიციამ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც პოტენციური საფრთხეებია აღბეჭდილი.
The Independent-ის ინფორმაციით, ოთხ ფოტოზე ნაჩვენებია აფეთქებული და დაზიანებული ტელეფონი, ბალიში და ლეიბი კი – დამწვარი.
ინსპექტორ უილსონ არამბოლესის მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული ფოტოებზე წერია :
„თუ მობილური ტელეფონი ძილის დროს დამტენზე გაქვთ შეერთებული, ნუ დადებთ ბალიშის ქვეშ. გთხოვთ, გააზიაროთ რჩევა და იყოთ ფრთხილად!“
ოთხივე ფოტო სხვადასხვა ინციდენტს ასახავს, ორი მათგანი დიდ ბრიტანეთში მოხდა.