LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გვინდა, ვიყოთ აღიარებული, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ყველა უნდა შეეგუოს არჩევნების წაგებას – ზურაბიშვილი

40826056_3558213390862812_4097406307986833408_o

„თუ ჩვენ გვინდა, რომ აღიარებული ვიყოთ, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ როცა არჩევნები წაგებულია, უნდა აღიარო ის, ვინც გაიმარჯვა არჩევნებში,“ – ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანას. ზურაბიშვილის თქმით, ის ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

„არაფერს არ ვუპასუხებ მათ, არჩევნები აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. 16 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია თელავში. ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიყოთ აღიარებული როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ყველა უნდა შეეგუოს – როცა არჩევნები წაგებულია, ეს უნდა აღიარო“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ინაუგურაციის გეგმა ყოველდღიურად იცვლება.

„გეგმა იცვლება ყოველდღიურად. გმირთა მემორიალს რაც შეეხება, წესის მიხედვით, მივალ გმირთა მემორიალთან და ასევე მივალ მთაწმინდაზე“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების აღიარებას ურჩევს პარლამენტის თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძის თქმით,  წაგებასაც ისევე ღირსეულად შეხვედრა სჭირდება, როგორც მოგებას.

ამასთა, კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნა ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევას ჰგავს. მისივე თქმით, ოპოზიცია ბიულეტენების ბათილად ცნობის თაობაზე ტყუილს საუბრობს.

გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტების დადასტურების შემთვევაში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი ირღვერვა, რაც საფუძველია კანდიდატის რეგისტრაციის მოთხოვნის ლეგიტიმურობის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g